იპროექტის სახელწოდება შიდსის სიგავრცელება და მასთან ბრძოლის საშუალებები
პროექტის მთავარი იდეა: როგორ უნდა ვუმკურნალოდ შიდსით დაავადებულ ადამიანს და როგორ ავიცილოთ თავიდან შიდსის გავრცელება საქართველოში.
პროექტის აქტუალობა.შიდსი– ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი გადაუჭრელ პრობლემად რჩება მთელ მსოფლიოში, მისგან დაცული და დაზღვეული არავინაა მკურნალობის შედეგად შემცირდება დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, ამით ავიცილებთ სიკვდილიანობას.
პროექტის მიზნები: საქართველოში აივ–ინფექციის გაცრცელების სტატისტიკა უახლოეს მომავალში. როდესაც ქვეყანაში ინფექციას ეპიდემიის ხასიათი ეძლევა, ირგვლივ ბევრი დაინფიცირებულია და თავის დაცვა ძალიან ძნელდება, რადგან ვირუსის შემთხვევით გადაცემის რისკი მატულობს. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული შიდსის საფრთხის რეალობის შესახებ და მხოლოდ მაშინ იგებს ამას, როდესაც უკვე ძალიან გვიანია. რა თქმა უნდა, არავის გვინდა ამ საშინელი დაავადების მსხვერპლნი გავხდეთ, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა შევაჩეროთ შიდსი: შევებრძოლოდ და არ დავუშვათ ეპიდემიის გავრცელება საქართველოში, გავაცნოთ გადადების, გავრცელების საშუალებები
მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1–2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:სამკურნალო საშუალებების გაცნობა, ექსკურსიის მოწყობა, სპეციალურ დაწესებულებაში, სპეციალისტთან შეხვედრა და დისკუსიის გამართვა მოსწავლეებთან და სპეციალისტთან
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები, მასწავლებელი კომპიუტერით მოძიებული მასალები დაავადებული ადამიანების ვიდეო მასალებით ჩვენება, ჟურნალები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დაურიგდეთ გადამრავლებული ფურცლები ტექსტები, რომელსაც დამოუკიდებლად ან ჯგუფურად გაეცნობიან. მიეცეთ დავალება, შეადგინონ კიტხვები, რომელსაც დაუსვამენ თანატოლებს და ასე შეამოწმებენ, ჩაატარონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოკითხვა:
1. რა სახის ნარკოტიკებს მოიხმარს.
2.გამოუყენებიათ თუ არა ნახმარი შპრიცი, რამდენჯერ.
3.უფიქრია თუ არა შიდსის საფრთხის შესახებ.
4.გადაუსხიათ თუ არა სისხლი.
5.გაუკეთებიათ თუ არა პირსინგი ან ტატუ.
6.დადის თუ არა სტომატოლოგთან.
7.იკეთებს თუ არა მანიკურს სალონში.
8.მიიჩნევენ თუ არა სერიოზულ საფრთხედ ამ დაავადებას.
10.საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ მიღებული შედეგების გაანალიზება და გამოიტანონ დასკვნები, მოიძიონ რაც შეიძლება მეტი დამატებითი ინფორმაცია შიდსის თემაზე და მოახდინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის და თავიაანთი ნამუშევრების პრეზენტაცია, ჩაატარონ სასკოლო სემინარი რომელსაც დაესწრებიან მასწავლებლები და მშობლები. საგნებთან კავშირი:
ბიოლოგია:–დაავადება, მედიცინა
ქიმია:–წამლობის საშვალება
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება–მასალების მოძიება.
პროექტის ხელმძღვანელი: ფიქრია ობლიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fiqrooblishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: fiqrooblishvili.blogspot.com